საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პრემიერის ტრიბუნუდან გამოსვლა სრულიად განსხვავდება მის მიერ ტრიბუნის გარეშე გაკეთებული განცხადებებიდან.
გიორგი ბარამიძემ "როუზ როსის" სემინარის ფარგლებში კითხვა-პასუხის დროს პრემიერს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლა ტრიბუნიდან იყო ისეთი, როგორსაც პრემიერისაგან უნდა ვისმენდეთ.
გიორგი ბარამიძის თქმით, ძალიან სამწუხაროა ის, რომ დროდადრო ივანიშვილისგან ისეთი განცხადებები ისმის, რომელიც ეწინააღმდეგება ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას, ასევე საქართველოს პერსპექტივას ნატოში გაწევრიანების გზაზე.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. ბარამიძემ პრემიერს კითხვა დაუსვა რამდენად გამართლებულად მიაჩნია მას, რომ პრემიერი ქვეყანას ადანაშაულებს ტერორისტების მხარდაჭერაში.
"რამდენად მიგაჩნიათ, რომ ეს იქნება გამოყენებული რუსეთის როგორიც აგრესორის და ოკუპანტის მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ? რამდენად მიესალმება ამ განცხადებებს ნატო და რამდენად შეუწყობს ხელს ნატოში ინტეგრაციას?", – განაცხადა გიროგი ბარამიძემ.