საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია უახლოესი 10 წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას არ ელოდება. როგორც ალასანიამ
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი შეცვლის საკუთარ პოლიტიკას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ან ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების სურვილის მიმართ.
"თუმცა, ჩვენ გვინდა რიტორიკის დამშვიდება, რათა შევძლოთ განვითარება. ჩვენ გვინდა, რიტორიკის შემცირება, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სავაჭრო ურთიერთობა, რათა განვავითაროთ ჩვენი ინსტიტუციები და ეკონომიკა და მივცეთ საკუთარ თავს მეტი სივრცე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დასამყარებლად. ეს არის ჩვენი მოსაზრება. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ რუსეთთან რეალურ მიდგომას. მე არ ვფიქრობ, უახლოესი 10 წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში რაიმე შეიცვლება ფუნდამენტურად", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს დრო და სივრცე სჭირდება განსავითარებლად, რის შედეგადაც ექნება ისტორიული შესაძლებლობა ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
"თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - რეფორმულად, ინსტიტიციურად, ეკონომიკურად. მზად უნდა ვიყოთ და როგორც კი შანსი მოგვეცემა, უნდა გავწევრიანდეთ", - დასძინა ალასანიამ.