დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 25 ქალაქში გაიმართება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 25 ქალაქში გაიმართება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 26 მაისს საქართველოს 25 ქალაქში გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის შექმნილი კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან ლამაზი დღე მთელი საქართველოსთვის.

"ეს იქნება უფრო სახალხო დღესასწაული, ვიდრე ერთი რაიმე კონცეტრი, თუმცა რაღაცეები დაგვიტოვეთ სიურპრიზად", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
მისივე თქმით, კონკრეტულად თბილისში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე გლდანის ცენტრალურ უბანში და ვარკეთილში.