თეა წულუკიანს პრეზიდენტის ვეტო გაუხარდა

თეა წულუკიანს პრეზიდენტის ვეტო გაუხარდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "მას პრეზიდენტის ვეტო გაუხარდა".

ამის შესახებ წულუკიანმა "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.

"ამ ვეტოსადმი, როგორც ერთ-ერთ უწყებას, ავტორს ამ რეფორმისა, მოლოდინი მქონდა. ალბათ, იმედს გავუცრუებ პრეზიდენტს, თუ ვიტყვი, რომ ეს ვეტო გამიხარდა კიდეც. გამიხარდა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა არასერიოზული მიდგომა, ისეთი სერიოზული საკითხისადმი, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა საქართველოში და ამით მოსამართლეებს დრო მისცა. მექმნება შთბეჭდილება, რომ მოსამართლეებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, თუ როგორი სტრატეგია და ტაქტიკა ექნებათ კონფერენციაზე არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, ამიტომ ეს მართლმსაჯულებისთვის ამ მხრივ დადებითია", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზდენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ვეტო დაადო, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, ისინი ამას დაძლევენ.