26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა , კომისია განიხილავს როგორ და რა ფორმით აღნიშნავს წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს.

"ჩვენ დავგეგმავთ კონკრეტულ ღონისძიებებს. აზრი, შინაარსი და კონცეფცია ამ დღის არის ყველასთვის ნათელი. ჩვენ შევთანხმდებით სამოქმედო გეგმაზე და შესაბამისი უწყებები ჩაიბარებენ თავის სამოქმედო გეგმას, თუ ვინ როგორ უნდა იმოქმედოს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებით შეიქმნა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიაში რამდენიმე მინისტრიც შედის.