ერთი ჯგუფი

ერთი ჯგუფი "ნაციონალებთან" მოლაპარაკებას აწარმოებს ბიზნესის "მშვიდობიანად" გადანაწილებაზე

"ქართული ოცნება" გაერთო "ნაციონალებთან" კინკლაობაში და ეს კინკლაობა საჩვენებელი სანახაობაა ხალხის გასართობად, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა "პროვოკატორში".

მისი თქმით, ეს "ნაციონალების" პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გადარჩენას და ნაქურდალი ქონების შენარჩუნებას ნიშნავს. ბაღათურია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი "ნაციონალებთან" "მოლაპარაკებას აწარმოებს მათ მიერ კონტროლირებადი ბიზნესების "მშვიდობიანად", უჩხუბრად გადანაწილებაზე".