იუსტიციის მინისტრი დათა ახალაიას

იუსტიციის მინისტრი დათა ახალაიას "ფასდაუდებელი ინფორმაციის" მფლობელად მიიჩნევს

იუსტიციის მინისტრი დათა ახალაიას "ფასდაუდებელი ინფორმაციის" მფლობელად მიიჩნევს. როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბევრი იცის "თუნდაც მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე". გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ახალაიასთვის გარანტიების მიცემას იუსტიციის მინისტრი მიუღებლად მიიჩნევს. "დათა ახალაია, პრეზიდენტის არ იყოს, ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე. მისი ინფორმაცია ან თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება. თუმცა, იგი ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ინარჩუნებს საოცარ პოზიციას – არ ამბობს რაც იცის. მან ბევრი რამ იცის და თუ თავთან სასაყვედურო არაფერი აქვს, რატომ არ ამბობს, რაც იცის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრები "მარგინალებად" მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
"არ მინდა დეტალებზე საუბრით მათ რღვევას ხელი შევუწყო. თუმცა, ნოემბრის მშვიდი დღეები რომ დადგება, შეიძლება საუბარი მათთან. რა ტიპის თანამშრომლობა იქნება, ეს სხვა საკითხია. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის შენებაში", - აღნიშნა წულუკიანმა.