ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს "მაზდასა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად პარკირების ადგილზე გაჩერებული "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმედა კუხიანიძემ განუცხადა, ავტოავარიის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ავარიის შედეგად დაშავებულ ექვსივე პირს დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა აღმოუჩინა.

"მაზდას" მარკის ავტომობილში ორი, ხოლო "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.