ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

ართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში მოუტანა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
მანამდე შავდათუაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა ნიჯათ შიხალიზადასთან გამართა. შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში წუთნახევარში დაამარცხა უნგრელი ბენსე ზამბორისი, იქამდე კი ბელგიელ იესპერ ლეფევერეს და რუმინელ მირჩა რემუს ლაზეას სძლია.

პირველი ოქრო ამირან პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.