21 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს

21 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს

დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს, 21 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წმიდა მარიამ ეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო.

მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდევ.

დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.