"ნებისმიერი პარტიიის შემადგენლობაში, შეიძლება, იყვნენ ფიგურები, რომლებიც შემდეგ დეგრადირდებიან"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მტკიცებით, "დათა ახალაიას განცხადებაში არის აშკარა კვალი რაღაც შეთამაშების ახალ ხელისუფლებასთან".

ამის შესახებ ბოკერიამ გადაცემა "აქცენტებში" ბოლო დღეების განმავლობაში დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"არანაირი შიდა განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში" არ არსებობს; მე ეს არსად შემიმჩნევია. ყველა გუნდში, ყოველთვის არსებობს რაღაც ჯგუფები, ვისაც, რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვს, მაგრამ ის ბოდვა და აბსურდი, რაც მოვისმინეთ დათა ახალაიას განცხადებაში, რომელიც შემდეგ მისმა ადვოკატმა როგორც დაადასტურა, ნამდვილად ახალაიას განცხადება იყო, არის აშკარა კვალი რაღაც შეთამაშების ახალ ხელისუფლებასთან, ეს ყველასთვის ნათელია და პარტიის განხეთქილებასთან არანაირ კავშირში არ არის. ნებისმიერი პარტიის შემადგენლობაში, მათ შორის მაღალ თანამდებობაზე, შეიძლება, იყვნენ ფიგურები, რომლებიც შემდეგ დეგრადირდებიან. ეს შეიძლება, მოხდეს; ეს არ არის სერიოზული შიდა დისკუსიის თემა "ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა ბოკერიამ.