სოსო ცისკარიშვილი - სააკაშვილის ტემპერამენტმა ვერ გაუძლო მხოლოდ ეკრანიდან ეყურებინა აქციისთვის

სოსო ცისკარიშვილი - სააკაშვილის ტემპერამენტმა ვერ გაუძლო მხოლოდ ეკრანიდან ეყურებინა აქციისთვის

ნაციონალური მოძრაობის" ახალ სახეებს ლიდერად გადაქცევას არავინ დააცდის, - ამის შესახებ დღეს ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ აქციაზე ახალი მოძრაობის დასაწყისის გამოცხადება ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება".

"საგულისხმოა ის, რომ გუშინდელ აქციაზე გაჟღერდა ბევრი გზავნილი. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც სულ რაღაც 7 თვის წინ ხელისუფლებაში იყო ოპოზიციის სახელით საუბრობდა და სურდათ დამაჯერებელი გამოსვლები ჰქონოდათ, თუმცა ის ავიწყდებოდათ, რომ მათ სახელისუფლებო ბერკეტები ჯერ კიდევ აქვთ", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე განცხადებით, ქვეყნის მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, ასევე გუბერნატორები მათ ექვემდებარებიან.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმცირესობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მართვის ბერკეტები არა აქვთ.

"საქართველოს ევროპისკენ სვლა მერაბიშვილის გარეშეც შეუძლია", - აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციას ყურადღება უნდა მიაქციოს დღევანდელმა ხელისუფლებამაც და კონკრეტული დასკვნები გამოიტანოს.

ექსპერტმა გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილმა გუშინ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ბოლომდე არ მოუსმინა ისე დატოვა აქცია.
ცისკარიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ძალიან ბევრი გააკეთა ამ აქციისთვის.

"პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში აანონსებდა, რომ იგი არ აპირებდა აქციაზე მისვლას, თუმცა სააკაშვილის ტემპერამენტმა ვერ გაუძლო მხოლოდ ეკრანიდან ეყურებინა აქციისთვის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია გუშინ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.