"ის, რომ მერაბიშვილმა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას სცენა დატოვა, იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ ეთანხმებოდა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ის, რომ ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას სცენა დატოვა, იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ ეთანხმებოდა.

ამის შესახებ კანდელაკმა "პირWელს" პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას მერაბიშვილის მიერ სცენის დატოვების და პრეზიდენტისთვის პარლამენტის შენობის კუთხიდან მოსმენის კომენტირებისას განუცხადა.

"მეც შემოვდიოდი და გავდიოდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე გამომსვლელს არ ვეთანხმებოდი", - განაცხადა კანდელაკმა.

მერაბიშვილის მიერ სცენის დატოვებაში სანერვიულოს ვერაფერს ხედავს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძეც.

"მერაბიშვილმა ყველაფერს მოუსმინა და ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადაა", - აღნიშნა ვაშაძემ.