რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა. აქციის დასასრულს შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.

როგორც აქციის დასასრულს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, თბილისის დროით 18:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკშიც იწყება.

"დღეიდან ყველა ოჯახში დაიწყება საორგანიზაციო ჯგუფების შექმნა და ეროვნული მოძრაობა ქვეყანას საბოლოო განვითარებამდე მიიყვანს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.