"ესოშიეითიდ პრესი" - საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტის 10 ათასამდე მომხრე აქციაზე შეიკრიბა

საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 10 ათასამდე მომხრე შეიკრიბა აქციაზე, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი ძალების მოსინჯვის მიზნით, - წერს "ესოშიეითიდ პრესი".

როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთთან დაახლოებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" დამარცხდა. არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ სააკაშვილის უფლებამოსილება შესუსტდა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, - წერს "ესოშიეითიდ პრესი", - სააკაშვილს თავის დაცვა უწევს, მისი მთავრობის ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი კი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

პარასკევის აქციის წიინ, ივანიშვილის პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გამოაქვეყნა და ის საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის ქვეყნის ხაზინიდან თანხების გახარჯვაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას ეს პრესტიჟის გაზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა, - წერს "ესოშიეითიდ პრესი".