გია ცაგარეიშვილი - მკვლელები, სადისტები, მწვალებლები ეროვნულ მოძრაობას არასოდეს აყალიბებენ

გია ცაგარეიშვილი - მკვლელები, სადისტები, მწვალებლები ეროვნულ მოძრაობას არასოდეს აყალიბებენ

"ნაციონალური მოძრაობა" და ეროვნული მოძრაობა ისეა ერთმანეთთან ახლოს, როგორც ქუთაისში განთავსებული საქართველოს პარლამენტის შენობა ჩინეთთან , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.

"მკვლელები, სადისტები, მწვალებლები ეროვნულ მოძრაობას საქართველოში არასოდეს აყალიბებენ და ისინი იყვნენ დაკავებულნი თავისი მშობლიური ერის წვალებით. მშობლიური ერისგან მიიღეს პასუხი პირველ ოქტომბერს. ჯალათების, არჩევნების გამყალბებლების მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა მე ჯერჯერობით არ მახსოვს, ამას სხვა რამ ჰქვია, მე ჯერჯერობით სახელი ვერ მოვუგონე დღევანდელ აქციას", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, აინტერესებს სააკაშვილი აქციაზე რით მივიდა - ველოსიპედით თუ უველოსიპედოდ. "ორმო თუ დაინახა, აუცილებლად ჩავარდება და კისერს მოიტეხს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.