"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა.

დღეს და გუშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ პრეზიდენტი აქციაზე არ მივიდოდა.

აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ ტერიტორია კინოთეატრ ”რუსთაველიდან” ქაშუეთის ეკლესიამდე.