დავით ბაქრაძე - დღევანდელ აქციაზე ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები მთავარია

დავით ბაქრაძე - დღევანდელ აქციაზე ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები მთავარია

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეურთდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღევანდელ აქციაზე შეიკრიბნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები მთავარია.

"დღეს აქ შეიკრიბა ის ხალხი, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, შეიკრიბა ის ხალხი, ვინც თვლის, რომ მთავრობამ თავი უნდა დაანებოს წარსულთან ბრძოლას და მიხედოს ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, აქციაზე მივიდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია.

მისი განცხადებით, აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ განვითარებას.