მიხეილ სააკაშვილი:   ჩემი პრეზიდენტობა ახლა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობა ახლა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია

ჩემი პრეზიდენტობა ახლა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი სამი წლის წინ და პრეზიდენტი ახლა სრულიად სხვადასხვა რამ არის . მისი თქმით, მისი პრეზიდენტობა სამი წლის წინ, მიუხედავად ყველა სირთულისა, მისთვის ძალიან დიდი გატაცების, ენერგიისა და გამოწვევების წყარო იყო.

"ჩემი დილა იწყებოდა იმით, რომ ვლაპარაკობდით, აბა, სად რა მშენებლობა უნდა დავიწყოთ, სად რა უნდა გავაკეთოთ, სად რამდენი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნა საწარმოებში, საერთაშორისო გამოწვევები რა იყო, ახლა ჩემი პრეზიდენტობა, ღიად შემიძლია ამაზე ლაპარაკი, ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული და ძალიან უსიამოვნო პროცესი. დილას ვიღვიძებ და პრაქტიკულად, მართალი გითხრათ, ყოველი ჩემი დღე მძიმედ იწყება, რადგან ყველა ჩემი ძირითადი პროექტი გაჩერებულია, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გაკეთდებოდა ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობის საშუალება რომ ჰქონოდა. "ფუნქცია იმისა, რომ ეს ერთი წელი მაინც დავრჩენილიყავი, ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა", - დასძინა მან.