მერაბიშვილი დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ბოდვას უწოდებს

მერაბიშვილი დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ბოდვას უწოდებს

"ნაციონელური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ბოდვას უწოდებს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას სახელით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელშივე ეხმაურება.

"მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის, თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ,
რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!", - აღნიშნავს მერაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.