ლადო პაპავა ბიუჯეტის შესრულების პრობლემებზე საუბრობს

ლადო პაპავა ბიუჯეტის შესრულების პრობლემებზე საუბრობს

შემოსავლების სამსახური ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლადო პაპავას განცხადებას უარყოფს. შეგახსენებთ: ექსპერტის განცხადებით, ბანკებმა 30-31 მარტს, შაბათ–კვირას ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ბიუჯეტის დროულად შევსების მიზნით იმუშავეს.

პაპავას განცხადებით, პირველ კვარტალში ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა არ აქვს. მაგრამ მისივე ინფორმაციით, პირველ კვარტალში პრობლემები აშკარად შეექმნათ, ბიუჯეტის შესრულება იყო გართულებული და ბოლო დღეები ბანკები სწორედ ამიტომ ამუშავეს.

შემოსავლების სამსახურში რადიო “კომერსანტს” განუმარტეს, რომ როდესაც კვარტლის ბოლო უქმე დღეებს ემთხვევა საქართველოში აპრობირებული მეთოდია, რომ კომერციული ბანკები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევები გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.

უწყების განმარტებით, გადასახადის გადამხდელებს 2012 წლის მოგების და საშემოსავლო გადასახადების გადახდა 2013 წლის პირველ აპრილამდე ევალებათ: სწორედ ამიტომ შემოსავლების სამსახურის და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით საბანკო სექტორმა 30-31 მარტი სტანდარტულ სამუშაო დღედ გამოაცხადა.