18 აპრილს დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში დაბრუნდებიან

18 აპრილს დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში დაბრუნდებიან

დათა ახალაია მეგის ქარდავასთან და სოსო თოფურიძესთან ერთად თურქეთშია და საქართველოში 18 აპრილს დაბრუნდება.  ამის შესახებ „პრაიმერს“ კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

წყაროს მტკიცებით, ახალაია, ქარდავა და თოფურიძე საქართველოში დაბრუნებას სარფის საბაჟოს გავლით აპირებენ. იმდენად, რამდენადაც სამივე მათგანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, მათი დაკავება საზღვრის გადმოკვეთისთანავე მოხდება.

წყარომ ისიც გვაცნობა, რომ ამის შემდეგ იგეგმება სამივე მათგანის მხრიდან ჩვენების მიცემა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გამომზეურება.

კომპრომატების ნაწილს დათა ახალაია საქართველოში, კერძოდ, მის სულიერ მოძღვართან, მამა პეტრე ცაავასთან ინახავს, მეორე ნაწილს კი უახლოეს დღეებში თეა თუთბერიძე გამოაქვეყნებს.