პრეზიდენტმა 2008 წლის ომის გმირი გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა 2008 წლის ომის გმირი გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ძნელაძე და ანწუხელიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ ჩვენ გმირს, 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეწირულ ჩვენს უმცროს სერჟანტს", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის #21 ბრიგადა, ცხინვალის ე.წ. შანხაის რაიონს უტევდა. ის ტყვეობაში ჩავარდა, ოსმა ბოევიკებმა და რუსმა სამხედროებმა აწამეს, რისი დამადასტურებელი რამდენიმე ვიდეო-მასალა გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა. ნოემბერში ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენს და გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო.