ბიძინა ივანიშვილი გაუნტერ ბეხლერს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი გაუნტერ ბეხლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის ელჩს გაუნტერ ბეხლერს შეხვდა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს შეეხო.