რუისის გვირაბში კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

რუისის გვირაბში კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, რუისის გვირაბში 30 ტონა კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ტრაილერი სომხეთიდან ფოთის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, როგორც გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა, მამუკა იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსის" განუცხადა, არსებობდა საფრთხე, რომ კონიაკით დატვირთული მანქანის აფეთების შემთხვევაში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ორივე გვირაბი სერიოზულად დაზიანებულიყო.

მომხდარის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. გვირაბში გათიშულია ელექტროენერგია. ადგილზე რჩებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.