იშხნის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის მხარეები დღეს ანკარაში იმსჯელებენ

იშხნის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის მხარეები დღეს ანკარაში იმსჯელებენ

იშხნის რეაბილიტაციის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროები დღეს ანკარაში იმსჯელებენ . საქართველოს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში დაიგეგმა.

ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მისი კოლეგა, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ოზგურ ოზდასლანი. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ამასთან, როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. დამატებითი დეტალები კი, მინისტრის თქმით, სწორედ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის იქნება აბსოლუტურად ღია.