მიხეილ სააკაშვილი – ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ

მიხეილ სააკაშვილი – ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პოლონეთში განუცხადა. "მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ამ გამოძიების მიზანი არის სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე ახალ ვითარებაში ბოლომდე შესრულებამდე მიყვანისკენ. მე გული მტკივა, რომ საქმე ეხება არა ჩემს პიროვნებას, ეს მეასეხარისხოვანია, არამედ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველას გვმართებს დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს მომავალში", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.