მიხეილ სააკაშვილი – რუსებისა და უგო ჩავესის შემდეგ ივანიშვილი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც საქართველო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

მიხეილ სააკაშვილი – რუსებისა და უგო ჩავესის შემდეგ ივანიშვილი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც საქართველო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ოფიციალური პირებისა და უგო ჩავესის შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში, პრეზიდენტის სასახლესთან ჟურნალისტებს განუცხადა. "აქ ხშირად იცვლებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტები, პოლონეთის მთავრობები, მაგრამ პილონეთის არც ერთ ახალ პრეზიდენტს არ მოსვლია აზრად გადაეწერა პოლონეთის ისტორია. ისინი ყოველთვის იდგნენ პოლონეთის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. აქ იყო პრეზიდენტი კაჩინსკი, ამ სასახლეში. თქვენ იცით, როგორ დაგვიჭირა მან მხარი 2008 წელს და რამხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდა მას ამ მხარდაჭერისთვის.

ვფიქრობ, თუნდაც პრეზიდენტ კაჩინსკის ღვაწლის ფეხქვეშ გათელვაა ის, რაც გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა შეიაღებული ძალები და ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის გაჩაღებაში. არც ერთ ოფიციალურ პირს, 2008 წლიდან მოყოლებული, გარდა, რუსული ოფიციალური პირებისა და გარდა უგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში. ყოველთვის ამ ომის ინიციატორად და აგრესორად გამოყვანილი იყო რუსეთი. მოხდა პირველი შემთხვევა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსებისა და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა და, სამწუხაროდ ჩემთვის, ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.