სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას ბორის სილევიჩი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელობან გამოწვევად აფასებს

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას ბორის სილევიჩი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელობან გამოწვევად აფასებს

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის თაობაზე სხვადასხვა უწყებეში შესულ საჩივრებზე რეაგირებას ევროპელი პარლამენტარი ბორის სილევიჩი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელობან გამოწვევად აფასებს. უკვე განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე რეაგირების თაობაზე საჩივრები ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მხრიდან გამართული შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი განხილვის საგანი იყო. 

"არსებობს ათასობით ასეთი საჩივარი, რომელიც შევიდა პარლამენტში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, რათა მოხდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა. თუკი გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა იქნება ყველაზე სწორი და ეფექტური მექანიზმი ამ საჩივრების განხილვასთან და დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველა მხარემ აღნიშნა, რომ აპირებენ გადაწყვეტილებები მიიღონ სამართლებრივ ჩარჩოებში და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე", – აღნიშნა ბორის სილევიჩმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.