მაილკ იენსენი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა და უმცირესობა სასამართლოებთან დაკავშირებით კომპრომისის გამოძებნას შეძლებენ

მაილკ იენსენი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა და უმცირესობა სასამართლოებთან დაკავშირებით კომპრომისის გამოძებნას შეძლებენ

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები იმედოვნებენ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სასამართლოებთან დაკავშირებულ საკითხზე ისევე შეძლებენ კომპრომისის გამოძებნას, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებეთან და საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მიღებისას მოხდა. ვიზიტის ბოლოს ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მონიტორინგის კომიტეტის თანმომხსენებელმა მაიკლ იენსენმა მმართველ გუნდს და უმცირესობას მიულოცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობა და კომპრომისის მოძებნა, როგორიც იყო კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები და ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება.

"სწორედ ამის გათვალისწინებით, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოხდება კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის სასამართლო და მართლმსაჯულება. სასამართლო და მართლმსაჯულება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ძირითად საყრდენს. გვესმის, რომ ორივე მხარეს აქვს განსხვავებული მიდგომები და ხედვები და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივია, მაგარმ ამის მიუხედავად გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც კომპრომისული გადაწყვეტილება მოინახება", – აღნიშნა მაიკლ იენსენმა.