მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია

მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია. ის ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდება. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირი ევროპის კოლეჯში საქართველოს ეროვნული დღის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას დაესწრება.