საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხვალ პარლამენტში გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხვალ პარლამენტში გაიმართება

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას პრემიერი-მინისტრი, დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრები მიიღებენ. მანამდე პარლამენტის წევრები 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

პოლონეთში ვიზიტის გამო ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.