ვლადიმერ პუტინი:

ვლადიმერ პუტინი: "ატომური მუქარის რეალიზაციის შემთხვევაში, ჩერნობილი საბავშვო ზღაპრად მოგვეჩვენება"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვს აშფოთებს კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობა, რადგან "ატომური მუქარის რეალიზაციის შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ჩერნობილში".

"ჩვენ მეზობლები ვართ. ამიტომ, ღმერთმა არ ქნას, თუ რამე მოხდა, ჩერნობილი, რომლის შესახებაც ყველამ კარგად ვიცით, შეიძლება, მხოლოდ საბავშვო ზღაპრად მოგვეჩვენოს", - განაცხადა პუტინმა დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე დადებითად შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გადადების თაობაზე და აღნიშნა, რომ "ამისთვის აშშ-ის ხელმძღვანელობას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ".

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი სათანადოდ იქნება აღქმული და დაფასებული ჩრდილოეთ კორეაში.