საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ

საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ

2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნებს უფასოდ 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლე მიიღებს.

"საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, წელს პირველად ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისთვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი ეს თანხა 200-320 ლარს შეადგენდა.