გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" მახინჯი ტვინები არიან, რომლებმაც შესაძლოა 19 აპრილს პროვოკაცია დაგეგმონ

ექსპერტი გია ხუხაშვილი 19 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ავტოპროვოკაციას არ გამორიცხავს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ხუხაშვილმა განაცხადა , "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან მახინჯი ტვინები, რომლებმაც შესაძლოა ამ დღეს პროვოკაცია დაგეგმონ.

"ავტოპროვოკაციას არ გამოვრიცხავ, არიან ცხელი თავები, მახინჯი ტვინები, ანუ ისეთი ადამიანები რომლებმაც შესაძლოა პროვოკაცია დაგეგმონ, თუმცა არ ვურჩევდი", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია წესრიგი დაიცვას. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კოორდინაცია მოხდეს.

19 აპრილს, თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართება.