შეიხი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა

შეიხი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა

საქართველოში დაბი-ჯგუფის თავმჯდომარე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სათემო განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი ჩამოვიდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დაბი-ჯგუფის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა. ის საქართველოს შვილებთან ერთად სტუმრობს.

20-კაციანი დელეგაცია აბუ-დაბიდან საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. საერთაშორისო აეროპორტში მათ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი დახვდნენ.

დელეგაციის წევრები დუბაის კომერციული ბანკის თავმჯდომარე საიდ გობაში, ემირატების სადაზღვევო კომპანიის თავმჯდომარე ფადელ ალ დარმაკი და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები არიან.