ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით გაბილ ჯულფაევი და მანსურ ნამაზოვი დააკავეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის რაიონის სოფლების სახელწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, მათ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობა წარადგინეს, რის საფუძველზეც ჯულფაევმა - 34 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო ნამაზოვმა 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაიფორმა. ამის შემდეგ, მათ მიწის ნაკვეთები ინდოეთის მოქალაქეებზე გაასხვისეს. ჯულფაევმა - 88 000 აშშ დოლარად, ხოლო ნამაზოვმა - 15 000 ლარად.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 2- დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.