,,რესპუბლიკურმა პარტიამ“ შარში გახვია ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება“

,,რესპუბლიკურმა პარტიამ“ შარში გახვია ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება“

"ივანიშვილის მიმართ ორი სხვადასხვა სახის საბოტაჟი ხორციელდება და მის უკან რესპუბლიკელები დგანან," ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" ლიდერი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კუკავა გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან" საუბრობს.

კუკავა აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ივანიშვილის გავლენის შესუსტებას ცდილობენ და ამისთვის სხვადასხვა გზას მიმართავენ.

"რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან მიერთება პირდაპირ ნისნავს საქართველოს დეზინტეგრაციას.შეთხვევითი არ არის რომ რეგიონული ენების თემა გააქტიურეს "რესპუბლიკელებმა" და ქარტიის რატიფიცირებას მოითხოვნით გამოვიდა ხიდაშელი, ბერძენიშვილი და ზაქარეიშვილი. ანუ ,,რესპუბლიკურმა პარტიამ" შარში გახვია ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება."

კუკავას თქმით, რესპუბლიკელები ივანიშვილის შესუსტებას მისი მთავარი დასაყრდენის შს მინისტრის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარითა და ღრიბაშვილისთვის მოწყობილი პროვოკაციებით ცდილობენ.

"კიდევ ერთი აშკარა პროვკაცია მიმართულია შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. იგი გახდა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დარტყმის საგანი, ხოლო ,,საია"-ს პირით "რესპუბლიკური პარტია" რომ ლაპარაკობს ეს საქართველოში ყველამ იცის.