თეა წულუკიანი:

თეა წულუკიანი: "ვენეციის კომისია ძალიან ნელი, კუს ნაბიჯებით მომუშავე ორგანოა, ქართველ ხალხს კი ეჩქარება"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "ვენეციის კომისია ძალიან ნელი, კუს ნაბიჯებით მომუშავე ორგანოა, ქართველ ხალხს კი ეჩქარება".

ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ხარვეზების კომისიის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროში პრაქტიკულად დასრულებულია. ბოლო შენიშვნები მივიღე ელექტრონული ფოსტით იმ მოსამართლეებისგან, რომელთან მე 16 მარტს შევხვდი. მინდა, მათ საჯაროდ მადლობა ვუთხრა. მათი შემოთავაზებების ნაწილი ძალიან საინტერესო იყო, ნაწილი – უკვე გავითვალისწინეთ. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაგიზავნოს თუ არა. ჩემი პრეტენზია ვენეციის კომისიისადმი უცვლელი რჩება – ეს არის ძალიან ნელი, კუს ნაბიჯებით მომუშავე ორგანო, ქართველ ხალხს კი ეჩქარება, ამიტომ ჩემი წუხილი ვადებს ეხება და აქედან გამოდინარე, ვფიქრობ, კანონპროექტის გაგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ მათ აზრი მაინტერესებს, რამდენად მზად იქნებიან ისინი, რომ მათი ეს სწრაფად მოგვაწოდონ. მას შემდეგ, რაც მათგან პასუხს მივიღებ, ვადებთან დაკავშირებით უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა მთავრობას ეს უფრო მალე წარედგინება, რომ საკანონმდებლო ინიციატივად მალე გაფორმდეს", - განაცხადა წულუკიანმა.