საქართველოს ჯეიმს სტავრიდისი ეწვევა

საქართველოს ჯეიმს სტავრიდისი ეწვევა

საქართველოს, 10 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაური ევროპაში, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალი, ჯეიმს სტავრიდისი ეწვევა. ადმირალის მასპინძელია თავდაცვის სამინისტრო; ვიზიტი ერთდღიანია. 

ჯეიმს სტავრიდისი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს და პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში სტავრიდისი სამხედრო ნაწილებსაც დაათვალიერებს.

ადმირალის საქართველოში მომავალი ვიზიტის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განაცხადა. მისი თქმით, ადმირალი სტავრიდისის ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება იმას, თუ რა ფორმით გააგრძელებს საქართველო 2014 წლის შემდეგ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას.