მაია ფანჯიკიძე:   მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება

მაია ფანჯიკიძე: მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის მინისტრად ინიშნება. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , როდესაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ფანჯიკიძე კულტურის მინისტრად, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება.

"მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.