იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გოჩა თევდორაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიას ჩააბარა.
გოჩა თევდორაძის განცხადებით, საკრებულოში ახალი კოალიციის ჩამოყალიბება და "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატების მიერ ახალი პარტიის შექმნა ქუთაისში ცვლილებებს და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, გოჩა თევდორაძე თანამდებობაზე დარჩენას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
გოჩა თევდორაძე საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო, ბოლო ოთხი თვის მანძილზე კი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.