მთაწმინდის გამგებლის მოადგილეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს

მთაწმინდის გამგებლის მოადგილეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთაწმინდის გამგებლის მოადგილეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.

ივა ჭყონიას თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა და ანალოგიური პრობლემა მას ერთი კვირის წინაც შეექმნა. მაშინ მას განუმარტეს, რომ ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა შესაბამისი უწყება მას მიღებული არ ჰქონდა. დაკითხვის შემდეგ კი სამართლდაცველებს, როგორც თავად ამბობს, მისთვის არანაირი სახის შეზღუდვა არ დაუწესებიათ. რა გახდა ამჯერად შეფერხების მიზეზი, მისთვის უცნობია.