იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთვის იურიდიული განათლების დიპლომი საჭირო აღარ იქნება

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთვის იურიდიული განათლების დიპლომი საჭირო აღარ იქნება

"პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთვის იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი საჭირო აღარ იქნება. 

ამის შესახებ განმარტება კანონპროექტის ავტორმა კობა დავითაშვილმა გააკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა დავითაშვილს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძე დაუსვა. საკანონმდებლო პროექტი პირველი მოსმენით იხილება.