ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერება უნდა, რათა რევოლუციისთვის რაიმე ფონი მაინც შექმნას, ამ ფონს ვერ შექმნიან და ვერც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოესწრებიან

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერება უნდა, რათა რევოლუციისთვის რაიმე ფონი მაინც შექმნას, ამ ფონს ვერ შექმნიან და ვერც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოესწრებიან

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება სურს, რათა მოსახლეობაში განწყობები შეიცვალოს და რევოლუციისთვის რაიმე ფონი შეიქმნას.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში რევოლუცია და დამხობა ვერ შედგება.

ეს არის ჰაერის თქვეფა. ყველა რევოლუციას მხოლოდ რევოლუციის მსურველი კი არ სჭირდება, სჭირდება ობიექტური პირობები, რომელიც საზოგადოებაში არ არსებობს. ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერება რატომ უნდა? რამენაირად მოსახლეობაში განწყობები შეცვალონ, თორემ მოსახლეობის კეთილდღეობა სულ არ აინტერესებთ. მთავარია, რამენაირად რევოლუციისთვის რაიმე ფონი მაინც შექმნან. ამ ფონს ვერ შექმნიან და ვერც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოესწრებიან. რევოლუციასა და დამხობისკენ როცა მოუწოდებენ და სახელმწიფო ამას პასუხს გასცემს, შემდეგ იწყებენ ვიშვიშს, თურმე ადამიანის უფლებები ირღვევა. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ავანტიურისტების ხელში მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდებიან. რევოლუცია და დამხობა ვერ შედგება. არ გვინდა, რომ ახალგაზრდები მოატყუონ, როგორც ეს ერთხელ უკვე მოახერხეს“, განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.