საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით 21 აპრილს სტრასბურგში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას და 23 აპრილს სიტყვით გამოვა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 21-დან 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.