ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გადაიდო

ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გადაიდო

ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა შემდეგი სასესიო კვირისთვის გადაიდო. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, დღის წესრიგიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის განხილვა დღეს ვერ მოესწრება. ამასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებისგან თანხმობა ითხოვა, რაზეც ბიუროს წევრები დაეთანხმნენ. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ შემდეგ სასესიო კვირამდე, როდესაც ამ საკითხის განხილვა მოხდება, გაიმართოს გარკვეული სახის კონსულტაცია. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ამ კანონპროექტში რაიმე შეიცვლება ან უკან იქნება გაწვეული.