ვახტანგ ხმალაძე და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს ექსპერტს შეხვდნენ

ვახტანგ ხმალაძე და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს ექსპერტს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტს ჯასტინ ფიშერს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარ თემას საარჩევნო პროცესის დროს პარტიების დაფინანსების საკითხი წარმოადგენდა. ვახტანგ ხმალაძემ ევროპელ ექსპერტს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და საკანონმდებლო ბაზა გააცნო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპული პრაქტიკის და საქართველოში კანონმდებლობის მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"საარჩევნო პროცესის დროს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც ინტერფრაქციული ჯგუფი განიხილავს. სამუშაო პროცესში შევეცდებით შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უკეთესი მოდელი შევარჩიოთ და ავამოქმედოთ საქართველოში", - განაცხადა ხმალაძემ.