სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულების მჯავრდებულმა კუკური სალბიშვილმა თითებზე აზიდვაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა, ლალი მოროშკინამ აცნობა, კუკური სალბიშვილმა რეკორდი 5 ერთეულით გააუმჯობესა და წინა 12-ის ნაცვლად 17-ჯერ აიზიდა.
ინფორმაციის თანახმად, წინა რეკორდი ჩინელს ეკუთვნოდა. კუკური სალბიშვილს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ, რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
"ის, რაც დღეს ხდება სისტემაში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პატიმართა რესოციალიზაცია არ არის ლიტონი სიტყვები, აბა ვინ წარმოიდგენდა ოქტომბრამდე ცოხეში ან ქორწილს ან გინესის რეკორდის დამყარებას?",-აცხადებს ლალი მოროშკინა.