ქუთაისის მერია გუბაზ სანიკიძის ბრალდებას პასუხობს

ქუთაისის მერია გუბაზ სანიკიძის ბრალდებას პასუხობს

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ბრალდებას ქუთაისის მერიაში უპასუხეს. ქუთაისის ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის განმარტებით, დღეს გუბაზ სანიკიძემ განაცხადა , რომ მისი რეზოლუციით 500 განცხადებით შუამდგომლობით მიმართა მერიას და აქედან არც ერთ განცხადებაზე რეაგირება არ ჰქონიათ. 

როგორც ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, კარგი იქნება თუ გუბაზ სანიკიძე ხშირად ივლის მერიის შენობაში და ამომრჩევლებს შეხვდება, მაშინ უკეთ ეცოდინება ვის ეხმარება მერია და ვის არა. მისი წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით, სულ დახმარების შესახებ გუბაზ სანიკიძის შუამდგომლობით 70 განცხადება შემოვიდა და აქედან 70-ვე დაკმაყოფილდა. ასევე, რაც შეეხება მოქალაქეთა წერილებს, როგორც ამირან ძოწენიძემ განაცხადა, არათუ 500 არამედ 6 000-მდე განცხადებაა შემოსული ქალაქის მერიაში, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა საკითხებზე ითხოვს დახმარებას და უმრავლესობა ამ საკითხებისა დაკმაყოფილებულია.